მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯანელიძე წავიდა, ზალკალიანი მოდის

ჯანელიძე წავიდა, ზალკალიანი მოდის

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ ჯანელიძე მინისტრის თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა. 
 
„ეს იყო მიხეილ ჯანელიძის პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, მან შესაბამისი განმარტება გააკეთა. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე და გვქონდა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა მას წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა. 
 
 
ამასთან, კითხვაზე, დარჩება თუ არა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხანგრძლივი ვადით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია. 
მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ის გამყარებულია კონსტიტუციით და პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
 
დავით ზალკალიანს ამ წუთებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ..

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...