მთავარისიახლეებიბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

Published on

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და კაია კალასის ბრიფინგები, რომელიც ორ რამეს ადასტურებს: ერთი, რომ სამწუხაროდ, ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, დღეს საქართველოს ევროკავშირში არანაირი მომავალი არ აქვს. ეს სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია – და მეორე, კოსმა და კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ილუზიის შექმნის მიზნით, ივანიშვილის რეჟიმი ქართველ ხალხს მიზანმიმართულად ატყუებს, რომ თითქოს, ფორმალურად მაინც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში რჩება. ეს ილუზია და ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს მოვიშორებთ […] უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის ევროკავშირი სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს.

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...

ირლანდიამ 52 ქართველი მიგრანტი დაადეპორტა

ირლანდიამ ოფიციალურად დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. ქვეყნის პოლიციის, An Garda Síochána-ს, ინფორმაციით, სამშობლოში ჩარტერული...