მთავარისიახლეებიპოლიტიკა71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

Published on

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დააკავეს 71 წლის, გაგრიდან დევნილი აზა ჩილაჩავა. 

როგორც აზას მეგობრები და თანამოაზრეები წერენ, სასამართლო ორშაბათს ჩაინიშნა, მანამდე კი აზა ჩილაჩავას ხელწერილით გაშვებაზე უარი უთხრეს და დიღმის იზოლატორში შეასახლეს:

“დიღმის იზოლატორთან 15-დე ადამიანი ვდგავართ. გოტა ჭანტურია მაჩვენებს აკურატულად დაკეცილ 50 ლარიანს. აზამ მაჩუქა და ასე დამაქვსო. დევნილმა აჩუქა თვეში 45 ლარიანი დახმარებით. ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი რომ მოვიდა, იზოლატორის მიმართულებით დაიძახა, “დოქსოპულო, შენ დედა გყავს”? პასუხი არაა. ზოგი მწარედ ხუმრობს, დევნილი ქალი კუთვნილი ბინის ნაცვლად სახელმწიფომ იზოლატორში შეასახლაო. ადვოკატები გამოვიდნენ. აზამ მშრალი შიმშილობა დაიწყოო. მხნედაა და თქვენზე ღელავსო. სასამართლო წესით ხვალ იქნება”, – წერს დათა სიმონია. 

ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტი მარიკა არევაძე კი, რომელმაც აზა ჩილაჩავა მოინახულა, წერს: “შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა “გაგრა”. აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია. დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად, აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”.

კიდევ ერთი აქტივისტი და პროტესტის მონაწილე საბა ბრაჭველი:

“71 წლის, აფხაზეთიდან დევნილ, გაგრაში ქართველების გვამების მომვლელ და მიწას მიმბარებელ ქალს, აზა ჩილაჩავას, პოლიციელები აქციებზე დასცინოდნენ (“აფხაზეთიდან არ ხარ”, “თვალითაც არ გაქვს ნანახი”), ფეხითაც შედგნენ და გადაუარეს (ახალგაზრდას როცა გადაეფარა) და ახლა პოლიციის მთელმა ათეულმა (მეტმაც) დააკავა. რუსებისა და აფხაზების არ შეშინებია აზას, ვერც ესენი შეაჩერებენ და, პენსიონერი ზურაბ მენთეშაშვილის მსგავსად, შეიძლება ერთწლიანი პატიმრობა დაემუქროს.

ჰოდა, აზას და ზურაბის და სხვების დამკავებელი კაპიუშონიანი ვირთხები, ს ა მ ა რ თ ა ლ დ ა მ ც ა ვ ა დ რომ იწოდებიან, პატივისცემას რომ მოითხოვენ, თვითონ უსაშველოდ უვიცები, კანონების შეხსენებას შეურაცხყოფად რომ იღებენ, და, ზოგადად, თავზე რომ აქვთ გადა*მული და პასუხის გამცემი კი, მზიას და ზვიადის გარდა, არავინაა, ეგ არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი სირცხვილი. ამათ გვერდით ცხოვრება არის სირცხვილი. არსენას საქართველოს ისევ რუსის კუჭატნელები კლავენ…”.
შეგახსენებთ, აზა ჩილაჩავა ერთხელ უკვე იყო ანალოგიური ბრალდებით დაკავებული 22 ოქტომბერს, მაშინ ის სასამართლომ სიტყვიერად გააფრთხილა და გაათავისუფლა. 2 ნოემბრის საღამოს აზა ჩილაჩავასთან ერთად რუსთაველზე კიდევ მინიმუმ, ორი ადამიანი დააკავეს.  

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...