მთავარისიახლეებიმსოფლიოფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

Published on

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „ჟამანაკი“ წერს.
 
„ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ამ დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი მას 15 ივლისამდე გაიტანენ. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს“, – წერს გამოცემა.
 
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ფაშინიანს სურს, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ. „თუ ორჯერ ზედიზედ პრემიერობის კანდიდატი არ დასახელდება, ეს გამოიწვევს პარლამენტის ავტომატურ დათხოვნას, რის შემდეგაც სექტემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, – აცხადებს გამოცემის წყარო.
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...