მთავარისიახლეებიპოლიტიკადაპირისპირება პანკისში: კონფლიქტი რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია

დაპირისპირება პანკისში: კონფლიქტი რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია

Published on

 ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში დაძაბულობა იყო. სამართალდამცველების მობილიზება დუისში ადგილობრივ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო გახდა საჭირო.
 
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ადგილობრივებს შორის რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული. ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.
 
ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განსამუხტად ადგილზე მობილიზებული იყო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ორი ჯგუფი.
 
„გაურკვეველობა იყო, რაღაც დროშასა და გარკვეულ სურათზე. მე თვითონ არ მინახავს სურათი, მაგრამ თქვეს, რომ კადიროვის სურათი იყო. პანკისის ხეობის დიდი ნაწილისთვის ეს ფოტო მიუღებელია, ამას ნამდვილად ექნება მიზეზი. არ მგონია, რამე პროვოკაციას ადგილი ჰქონოდა,“ – აცხადებს პანკისის ხეობის მკვიდრი ვახტანგ ფარეულიძე.
 
ერთ-ერთი ადგილობრივი კი ამბობს, რომ იმედი აქვთ დაადგენენ, როგორ მოხვდა რუსულ ნომრიანი მანქანა კადიროვის ფოტოთი პანკისის ხეობაში. 
 
სერგო ფარეულიძე ამბობს, რომ კადიროვი პუტინთან დაახლოებული პირია და ის პანკისელებისთვის მიუღებელია.
 
„კადიროვები არიან პუტინის ხალხი, პუტინი კიდევ ჩვენ საქართველოს არ გვიყვარს , არც იმათი ხალხი გვიყვარს. იმას ვეკითხებოდი საიდან მოდის ეს ყველაფერი და მე მგონი ამას დაადგენენ“-ამბობს ფარეულიძე.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...