მთავარისიახლეებიEU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო

Published on

23 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღეს. პაკეტი, სხვა ზომებთან ერთად, რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას მოიცავს.

LNG-ის აკრძალვა ორ ეტაპად ამოქმედდება: მოკლევადიანი კონტრაქტები დასრულდება ექვსი თვის შემდეგ, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები – 2027 წლის 1 იანვრიდან. რუსული LNG-ის სრული აკრძალვა ერთი წლით ადრე შევა ძალაში, ვიდრე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკომისიის მიერ შედგენილი საგზაო რუკა ითვალისწინებდა.

ასევე პაკეტში ახალი მექანიზმი შედის, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში რუსეთის დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებით, ახალი ზომები ინდურ და ჩინურ სუბიექტებსაც შეეხოთ.

“პაკეტი მიზანში იღებს რუსეთის ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში მდებარე სუბიექტებს და სხვებს” – განაცხადა კაია კალასმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლუკე რასმუსენმა განაცხადა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირში რუსეთის ენერგიაზე სრული უარისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...