მთავარისიახლეებიყველაფერი ვიცი, გამოძიებამ უნდა გიპასუხოთ – კობახიძე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმეზე

ყველაფერი ვიცი, გამოძიებამ უნდა გიპასუხოთ – კობახიძე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმეზე

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებსა და საქმის გამოძიების შესახებ დასმულ შეკითხვებზე ამბობს, ყველაფერი იცის, თუმცა დეტალებს მედიას ვერ ეტყვის.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი საქმის ფარგლებში ჩატარდა ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკა, საგამოძიებო ორგანო კორუფციას იძიებს თუ 4 ოქტომბრის აქციასთან შესაძლო კავშირებს. კობახიძის თქმით, მას აქვს პასუხები, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“გამოძიება გეტყვით ყველაფერს, მე ვერ გეტყვით. მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით, გამოძიებას უნდა ჰკითხოთ. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი, მე უფლება არ მაქვს. პასუხები მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის” – თქვა კობახიძემ.

TV პირველის ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას “დაკითხულები არიან?”, კობახიძემ უპასუხა: “გამოძიებამ უნდა გაგცეთ პასუხები, მე განა არ ვიცი რაღაცები, ყველაფერი ვიცი, მაგრამ გამოძიებამ უნდა გაგცეთ ამ კითხვებზე პასუხი, ესაა ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ”.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

სიახლეები

“ფორმულას” თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

პოლიციამ "ფორმულას" კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა - ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში...

“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის, ან ნიღბის ტარებისთვის...

მწერალი ბექა ქურხული დააკავეს

მწერალი ბექა ქურხული, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის, ან ნიღბის ტარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

არცერთი ჟურნალისტი არაა დაჭერილი, ის 2 პარტაქტივია – კობახიძე სანაიასა და ციცქიშვილზე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებასა და...