მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირბადეების დალუქვის მანია - აბსურდული ნამდვილი ამბავი

პირბადეების დალუქვის მანია – აბსურდული ნამდვილი ამბავი

Published on

მიხეილ ზაქარეიშვილი ამხელს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებული ‘პირბადეების დალუქვის” კამპანიის კომიკურ მხარეს და დაწვრილებით აღწერს, რამდენჯერ გააჩერეს პირბადის ტარების გამო:

“თავისუფლების მეტროსთან და ბესიკის ქუჩასთან პოლიციელებს არაერთხელ ჩავუარე გვერდზე პირბადით, მაგრამ საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას. ბოლოს, თავისუფლების მოედანზე, დროშაც მოვიხურე და ეს ვეღარ მაპატიეს.
ჩამომართვეს პირბადე და რომ დალუქეს, მეორე პირბადე ვაჩვენე და ვუთხარი, რომელიც დალუქეთ, ეგ არ მეკეთა, ეს მეკეთა თქო. ერთმა გაიცინა და არა, ეს გეკეთაო. 16 ოქმი ვერ შევადგენინე და წამოვედი იმედგაცრუებული.
მაგრამ ბესიკის ქუჩასთან ისევ დავლანდე პოლიციელები და გავიკეთე პირბადე. გამაჩერეს და დაიწყეს რაღაც პროცედურები. ამასობაში დავაფიქსირე, რომ ერთმა პოლიციელმა მეორე გვერდზე გაიყვანა და რაღაც უთხრა. შემდეგ ერთმანეთში დაიწყეს ჩურჩული. ბოლოს ერთმა მკითხა, უკვე გაგაჩერეს და ჩამოგართვეს პირბადეო? კი მეთქი. გაიცინა და გამიშვა.
სახლისკენ რომ დავიძარი, შევამჩნიე, რომ ქუჩის მეორე მხარესაც იდგნენ პოლიციელები. დავბრუნდი პარლამენტთან, მიწისქვეშათი გადავედი მეორე მხარეს, მივუახლოვდი პოლიციელებს, გავიკეთე პირბადე და შევუნელე სვლას. გამაჩერეს და ამათაც დაიწყეს რაღაც პროცედურები.
ამასობაში მესმის, რომ ბოლო რიგებში მყოფი ერთი პოლიციელი მეორეს ეუბნება, როგორ არა, უეჭველი ვიცი, წეღან ლაივში ვნახეო…ამათაც გამიცინეს და გამომიშვეს.
ასე დავბრუნდი სახლში 15 პირბადით. გული კი იმაზე მწყდება, რომ კოღოების საწინააღმდეგო მოწყობილობა ვერაფერში გამოვიყენე…”, – წერს მიხეილ ზაქარეიშვილი.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...