მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერმინისტრობის კანდიდატი დღეს დასახელდება

პრემიერმინისტრობის კანდიდატი დღეს დასახელდება

Published on

14 ივნისს 17.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. ინფორმაციას ამის შესახებ მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე სწორედ დღეს იმსჯელებს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება რამდენიმე კანდიდატი და ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი. გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს. შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედია რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ.  

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...