მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა

Published on

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ივანიშვილის პარტიის მოთხოვნას, მაშინ “ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნის.

პარტიაში ამბობენ, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე ყველა რესურსს გამოიყენებენ, რადგან „პარტიების აკრძალვა არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას აკეთებენ მხოლოდ დიქტატორები.“

არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს, ან ამას რამე შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ჩვენი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გავიაროთ ყველა ეს ეტაპი, მათ შორის სტრაბურგის სასამართლოში. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ყველა რესურსი რაც არის გამოვიყენოთ. ცალსახად ნათელი და მკაფიოა, გადაწყვეტილება რა იქნება სტრასბურგის. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკურ საქმიანობაში საარჩევნო უფლების შეზღუდვა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას აკეთებენ მხოლოდ დიქტატორები, – ამბობს წითლიძე.

ავტორიტარულ მარწუხებს ჩვენ არ დავემორჩილებით – ამბობენ “დროაშიც“ და აცხადებენ, რომ ისინი “ოცნების“ წესებს არ მიირებენ და ბრძოლას გააგრძელებენ.

ბუნებერივია, ჩვენ ამ წესებს არ მივიღებთ და გავაგრძელებთ ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას. მაგრამ ამ ქვეყნის იმიჯზე, დემოკრატიაზე, ამ ქვეყანაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე უდიდესი დარტყმაა, რომლიც ავტორიც პირადად ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. მას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პარტიების ბრძოლას ამით გატეხავს, ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვშალოთ ეს რეჟიმი და ამ ამოცანაში არაფერი არ იცვლება, ასევე მივაღწიოთ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ბუნებრივია ამ ტიპის დიქტატორულ – ავტორიტარულ მარწუხებს ჩვენ არ დავემორჩილებით, – აცხადებს გიგა ლემოჯავა.

რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს “ოცნება” ჯერჯერობით უცნობია – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სია მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...