მთავარისიახლეებიპოლიტიკაილიაუნის გასაუქმებლად მოიგონეს - დავით ზურაბიშვილი დაანონსებულ განათლების რეფორმაზე

ილიაუნის გასაუქმებლად მოიგონეს – დავით ზურაბიშვილი დაანონსებულ განათლების რეფორმაზე

Published on

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღებეულ ხედვებს ეხმიანება განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და წერს:

“რეფორმის კონცეფციაში ზოგადი შეფასება-მიმოხილვების გარდა არის რამდენიმე საკვანძო პუნქტი. ყველა მათგანის ერთად განხილვა ძალიან დიდი ადგილს დაიჭერს, ამიტომ აქ შევეხები მხოლოდ ერთ პუნქტს, დანარჩებებზე კი სხვა დროს მოგახსენებთ:

კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი არის “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქალაქში არის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაშინ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტები. მაგალითად თბილისში არის ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოთხივეს აქვს იურიდიული ფაკუკლტეტი. ამ რეფორმის შედეგად სამ უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტები უნდა ჩამოერთმევას და გადაეცეს მხოლოდ ერთს. როგორ მოხდება იმ ერთი რჩეულის შერჩევა? როგორც კობახიძემ გვითხრა, ფაკულტეტების განაწილება მოხდება “აკადემიური ტრადიციების” მიხედვით, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს წაიღებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი (თსუ). ყველა სხვა უნივერსიტეტი ხომ მასზე ბევრად გვიანაა დაარსებული და შესაბამისად ტრადიციებიც უფრო ხანმოკლე აქვთ?

რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ასეთ პრინციპს? აქ სრული კატეგორიულობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად არანაირი. ეს არავითარ აკადემიურ სტანდარტში არ ჯდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობს და აზრადაც არ მოუვა არავის თავში ამის გაკეთება, რადგან ეს, ჯერ ერთი, აკადემიური თავისუფლების სერიოზული ხელყოფაა, და, გარდა ამისა, ეს გამოიწვევს უკვე არსებული აკადემიური ინსტიტუტების და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის რყევას და მოშლას.

ამგვარი გადაწყვეტილების გამართლება საკმაოდ დაუფარავად ხდება იმ პოლიტიკური მოტივით, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტი არა მარტო ნაცების ბუდეა, არამედ გადაქცეულია ნაცების გამომშვებ კონვეიერად. ძირითადად აქ გულისხმობენ ხოლმე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს. ასევე თავისუფალ უნივერსიტეტსაც. თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება უნივერსიტეტების მიმართ (ნაცების ბუდე და ა.შ.) თავისთავად არის უკიდურესი ქაჯობა და მდაბიოობა, ეს ასევე არ არის სიმართლე და ელემენტარულად ტყუილია. პირიქით აკადემიურ სივრფცეში დასაქმებულებს თუ ავიღებთ, ლექტორებს, მასწავლებლებს და ა. შ., განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იქ ხელისუფლების მომხრეებიც საკმაოდ არიან, თუ უმრავლესობაში არა და კობახიძის ეს ვითომდა ანტინაცური ღონისძიება, მათაც უშუალოდ შეეხებათ,

პირადად მე თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” პრინციპი მოგონილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ილიაუნის გასაუქმებლად, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მას ჩამოერთვას ფაკულტეტთა უმრავლესობა და მიუერთდეს თსუ-ს. შენობების დიდი ნაწილი, კი, როგორც მოგვახსენა ბ-ნმა კონბახიძემ, გაიყიდოს.

აი, ასეთი “გენიალური” გეგმაა მოფიქრებული. ოღონდ რამდენადაც ამ რეფორმის კომისიაში სულ ისეთი ხალხი იყო შესული, რომელთაც ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ განათლების სისტემაზე, მათ გამოეპარათ ერთი ნიუანსი: ეს პრინციპი არ ეხება მარტო ილიას უნივერსიტეტს, სადაც სხვათა შორის ხელისუფლების მხარდამჭერი ლექტორებიც არიან, არამედ ეხება ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტს და შესაძლოა სოხუმის უნივერსიტეტსაც, რომელიც თბილისშია განთავსებული. ასევე ამ პრინციპით სამედიცინო ფაკულტეტი დარჩება ალბათ მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს. თეატრზე და კინოზე კურსები წაიკითხება მხოლოდ თეატრალურ უნუივერტსიტეტში და ა. შ. ინტერდისციპლინარულ საგნებს და კურსებს რა უყონ, ეს ჯერ რეფორმის წევრებმა არ იციან, ეჭვი მაქვს, არც ის იციან ეს “ინტერდისციპლინური” საერთოდ რას ნიშნავს.

აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი ფაკულტეტის პრინციპის გატარების მცდელობა ქაოსისა და საყოველთაო უკმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს. თავად სწავლების ხარისხი კი ნებისმიერ შემთხვევაში დაეცემა ასეთი რყევებისგან”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...