მთავარისიახლეებისამართალიელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალდებაც წარუდგინეს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალდებაც წარუდგინეს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Published on

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს – მას ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევასაც ედავებიან. მუხლი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ ძალადობითაა ჩადენილი – სამ წლამდე.

“პროკურატურა ედავება 4 მუხლით, ეს არის ძალადობა, ნივთის დაზიანება, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და საკუთრების მფლობელობის დარღვევა. ეს 160-ე, ახალი მუხლია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა ამ საქმეს” – ამბობს კურტანიძის ადვოკატი TV პირველთან.

ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს, 25 ივლისს სცემა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან  მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და  ავტომანქანა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერდა უწყება.

კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 29 ივლისსშეეფარდა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...