მთავარისიახლეებისაზოგადოებარა თქვა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლოზე და რა არ გაითვალისწინა მოსამართლემ

რა თქვა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლოზე და რა არ გაითვალისწინა მოსამართლემ

Published on

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოჩამჩირელ სამოქალაქო აქტივისტს, ინტერნეტპორტალ “ალფა სიხშირის” ერთერთ დამფუძნებელს ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლემ ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოზე ირაკლი ჩხვირკიამ სიტყვა წარმოსთქვა, სადაც აღნიშნა, რომ არც მიმალვას აპირებს და სახლშიც ავადმყოფ დედასა და ბებიას უვლის. მან პირდაპირ თქვა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ამ ხელისუფლების შეცვლაც სურს, რაც დანაშაულად არ მიაჩნია, მაგრამ პოლიციელებზე არ უძალადია და საერთოდაც, ცხოვრებაში არ უძალადია არავისზე:

” მე რომ იმ ადგილას, იმ პროცესში, რასაც ე.წ. რევოლუცია დაარქვეს, ვიყავი ეს არის ფაქტი. იმ ტერიტორიაზე ვიყავი და აქციის მონაწილე ვიყავი. ჩემი თავი მე ხომ ვიცი, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქვა არ მისვრია, პოლიციელი არ გამილახავს, არაფერს ვიღებდი და ვიპყრობდი. შესაბამისად 4 ოქტომბერს, როცა ჩავედი და დავინახე რომ ღობე ჩამოგდებული იყო, ღობესთან ვიდექი, შიგნით არ შევსულვარ, გაზი შემომესხა და სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზები ისროლეს, გავძახე რამდენიმე სიტყვა – არ ისროლოთ ნუ აღიზიანებთ მეთქი, შემასხეს ცრემლსადენი გაზი, თვალები ამეწვა და გამოვედი.

ამოვედი პარლამენტთან, რუსთაველის წინ ვნახე პუფი, იქ ჩავჯექი, თვალები რომ დავხუჭე დამეძინა, როცა გავიღვიძე სავსე იყო რუსთაველი და ხალხი სიტყვით გამოდიოდა. ყველა რომ წავიდა, ე.წ. ორგანიზატორები რომ დააკავეს, სპეცრაზმელი მოვარდა, იქ ვიდექი ბოლომდე. ამის შემდეგ წამოვედი სახლში და ეს 4-5 დღე ვარკეთილი- აეროპორტის დასახლება, ასე დავდიოდი. დაკავების დღეს მომიწია ყოფნა შსს-ს გვერდით და ვიდეოც გადავიღე ხუმრობით, თუ ვინმეს რამე უნდა აგერ ვარ, არ ვიმალები მეთქი.

სახლში მყავს ორი ინვალიდი. 2024 წლის 4 მაისს ჩამოვედი საქართველოში საზღვარგარეთიდან, რადგან დედას ისე სიარული აღარ შეეძლო, როგორც იქამდე და ბებიასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რაღაც ახსოვს და რაღაც არა. იმის შემდეგ არსად წავსულვარ და ვერც წავალ იმიტომ, რომ ამათ უნდა მოვუარო მე – მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო – არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გარდა კოლექტიური ცოდნისა, რომ როცა იქ რაღაც დაწვეს და დააზიანეს იქ იყო ირაკლი ჩხვირკია..

კი იქ ვიყავი არ ვმალავ, კი მე მინდა ეს ხელისუფლება შეიცვალოს, არ მაქვს ამის უფლება? არც ეს არაა დანაშაული, არჩევნებზე მივალ და მათ წინააღმდეგ მივცემ ხმას, არც ესაა დანაშაული…

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რაც არ უნდა არ მომწონდეს, როგორც იქცევა, სანამ ფორმა აცვია ხელი დავარტყა პოლიციელს და ვიძალადო.

თვითდასაქმებული ვარ, 20 000 ვალი მაქვს, ორი ავადმყოფი სახლში მყავს, ხან ვტაქსაობ, ხან რა, რაზე უნდა მოვახდინო გავლენა…

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, წინააღმდეგი არ ვარ მოვიდე სასამართლოზე მივცე ჩვენება, ვითანამშრომლო, მეტი რა გავაკეთო? -იმართა სასამართლოს სამოქალაქო აქტივისტმა და „ალფა სიხშირის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჩხვირკიამ, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს. მის სიტყვას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

 

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...