მთავარისიახლეებიპოლიტიკადაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, უცხოეთთან კავშირსაც გავარკვევთ - კობახიძე

დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, უცხოეთთან კავშირსაც გავარკვევთ – კობახიძე

Published on

ივანიშვილის ხელისუფლების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აარ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, მისი თქმით, დეტალურადაა გასარკვევი ბევრი თემა, მათ შორის, უცხოეთთან კავშირის საკითხებიც. 

ირაკლი კობახიძე ასევე, გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ 4 ოქტომბერს იყო მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, რომელიც თავისი რანგით 9 აპრილის მოვლენებს უტოლდება.

პრემიერის შეფასებით „ისეთი მორალის მქონე ადამიანისგან, როგორიც ბაჩო ახალიაა, მსგავსი განცხადება გასაკვირი არ არის“.

„რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ ციხეში, როდესაც აწამებდნენ პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს.

დანარჩენს, რა თქმა უნდა, დაადგენს გამოძიება, მათ შორის, უცხოურ კავშირებთან დაკავშირებით გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იქნას გამოძიებული“, – განაცხადა პრემიერმა.

„სავარაუდოდ, დაკავებულ პირთა რაოდენოვა გაიზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე.

აქედან გამომდინარე, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას.

ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ, როდესაც ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფოზე, სახელმწიფოს ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, რეაგირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ოლიგარქის პრემიერმა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...