მთავარისიახლეებიამოღებულია 42 შეკვრა მეთადონი - შსს-მ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

ამოღებულია 42 შეკვრა მეთადონი – შსს-მ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარებს.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...