მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება

ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება

Published on

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება.საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს. ზაზა სარალიძიე და ზვიად კუპრავა პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.გარდა ამისა, ზაზა სარალიძე ასევე გეგმავს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესების შესახებ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც მიიღოს ინფორმაცია.სარალიძე ყველა იმ სამართალდამცველის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობს, ვისი მხრიდანაც შესაძლო გადაცდომას ჰქონდა ადგილი.„კონკრეტულად, უნდა მივადევნოთ თვალყური იმ ნაბიჯებს რა გადაცდომებიც ჰქონდათ დღეს პოლიციელებს. ბევრი პასუხისგებაშია მისაცემი, ბევრი თანამდებობიდან არის დასათხოვი. არასწორად დაკავებული ზვიად კუპრავასა და ჩვენი მეგობრების დაკავებას, ბევრი ადამიანი გამქრალია საერთოდ უგზო-უკვლოდ, სწორედ ამიტომ უნდა მივადევნოთ თვალყური გენინსპექციას, რომ კიდევ სხვა გადაცდომებს არ ჰქონდეს ადგილი და რამის ჩაფარცხვა არ მოინდომონ,“-აცხადებს სარალიძე.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...