მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების ბოიკოტი და სახალხო კრების ჩატარება სწორი ნაბიჯი იყო - მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების ბოიკოტი და სახალხო კრების ჩატარება სწორი ნაბიჯი იყო – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 4 ოქტომბერს სახალხო კრების ჩატარება და არჩევნების ბოიკოტი სწორი ნაბიჯი იყო:

“პაატა ბურჭულაძეს ჰყავს უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დასავლეთში. აქვს ძალზედ კომფორტული სახლი გერმანიაში, ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში, რომელშიც მე არაერთხელ ვყოფილვარ და რომელსაც უვლის მისი ოდესელი მეუღლე.

ამერიკაში მისმა უახლოესმა მეგობარმა, მსხვილმა ბიზნესმენმა, ჩემმა ნაცნობმა და გულშემატკივარმა შესთავაზა მას ბიზნესის ნაწილი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ პაატამ გამოიჩინა საოცარი პატრიოტიზმი და საარაკო გამბედაობა.

მედგრად შეებრძოლა უსამართლობას და დადგა ქართველების გვერდით. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში.

დასავლეთის პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას რომ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ, მაგრამ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. აი რატომ იყო შეცდომა ამ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი იყო არჩევნების ბოიკოტი და საერთო სახალხო კრების გამართვა 4-ში”,- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლესაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 25...

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...