მთავარისიახლეებისამართალიპირი, რომელმაც პოლიციელი ყელში დაჭრა, დაკავებულია - დაზარალებული სტაბილურადაა

პირი, რომელმაც პოლიციელი ყელში დაჭრა, დაკავებულია – დაზარალებული სტაბილურადაა

Published on

პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცის აყვანა ცხელ კვალზე განხორციელდს. ინციდენტი ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

დაშავებული პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ელის.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია.

“პაციენტის გადმოცემით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, აბსოლუტურად კონტაქტურია”, – აცხადებს ანი დალაქიშვილი “რუსთავი-2-თან სატელეფონო საუბარში.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...