მთავარისიახლეებიპოლიტიკასამართალდამცავებმა ნიკა მელია დააკავეს. მიმდინარეობს კარვების დემონტაჟი

სამართალდამცავებმა ნიკა მელია დააკავეს. მიმდინარეობს კარვების დემონტაჟი

Published on

რუსთაველის გამზირზე ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დააკავეს.  სამართალდამცავები ამ წუთებში ირაკლი ნადირაძესა და თინათინ ბოკუჩავასაც აკავებენ.
 
სანამ დაკავება მოხდებოდა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ყვითელი ავტობუსებით დამატებით მიიყვანეს ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სამართალდამცავები , თუმც პოლიცია აქ  დილიდანაც დიდი რაოდენობით იყო  მობილიზებული.
 
მათ დაკავებული ჰქონდათ  კარვები, რომლებიც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადაიტანეს და აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ,ენმ – ს ლიდერმა  სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა აეხსნათ, რატომ არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას.რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 
 
 
ნიკა მელიას სამართალდარღვევას ედავებიან.
 
,,რა სამართალდარღვევა. ივანიშვილი გველაპარაკება რუსულ, ქურდულ ენაზე“-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ნიკა მელიას დაკავებას და მიმდინარე მოვლენებს.
 
ზოდელავა ამბობს, რომ ის რაც ახლა რუსთაველსა და საქალაქო სასამართლოში ხდება,  არის ივანიშვილის მიერ გაცემული ბრძანება, რასაც გახარიას უწყება ასრულებს.
„საპატრულო პოლიციის უფროსი კუპატაძე არის ადიკო ივანიშვილის ნათლული. გახარიას ხელით ხდება ეს ყველაფერი.
 
მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა მე ასეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარეს წიხლებით შედგნენ. დღეს კუპატაძემ ჩაიდინა რამდენიმე მძიმე დანაშაული.
 
„დღეს ივანიშვილი გველაპარაკება ჟარგონული ენით და ეს არის დაჩმორების მცდელობა. დღეს არის მცდელობა რომ დააჩმარონ შვილმკვდარი მამები. ეს პროცესი არ შეწყდება, ისინი ჩვეულებრივი ადმაიანების დაჩმორებასაც შეეცდებიან სამწუხარიოდ ძალიან მძიმეა ჩემთვის, რომ სამართალდამცველები ჩაერთნენ ამ პროცესში,“-განაცხადა ზოდელავამ.
 
ამ წუთებში რუსთაველზე სამართალდამცავები კარვების დემონტაჟს ახდენენ.
 
დღეს პარლამენტის წინ აქცია 18:00 საათზე განახლდება.

 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...