მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოდელავა გდდ-ს: ვიცით, ყველა სარდაფი, სადაც ივანიშვილმა ჩაგათრიათ

ზოდელავა გდდ-ს: ვიცით, ყველა სარდაფი, სადაც ივანიშვილმა ჩაგათრიათ

Published on

პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა პოლიციას და გდდ-ის თანამშრომლებს მიმართავს და მოუწოდებს, არც კი ეცადნენ ძალადობას, რადგან დღეს სულ სხვა ვითარებაა ქვეყანაში.

“ნუ გააკეთებთ იმას, რომ ვერ შეხედოთ თვალებში მეზობლებს, ნათესავებს და ოჯახის წევრებს“, – ამბობს ზოდელავა.

მინდა მივმართო პოლიციას და გდდ-ის თანამშრომლებს, ყველა თქვენი ლოკაცია ჩვენთვის ცნობილია, ვიცით, რომელი სასტუმროს სარდაფში ხართ, რომელი სახელმწიფოს სარდაფში ჩაგიყვანათ ივანიშვილმა, ჩაყუჟულები, ჩაკეტილები და ნუ გააკეთებთ იმას, რომ ვერ შეხედოთ თვალებში მეზობლებს, ნათესავებს და ოჯახის წევრებს. მე დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს მოაკითხავენ ამ ადამიანებს თავიანთი ოჯახის წევრები, ამისთვის ვუზრუნველვყოფთ მშვიდობიან დერეფანს და წაიყვანენ სახლში, რათა ეს ადამიანები არ გადაიქცნენ საერთო ეროვნული რისხვის ობიექტად. თქვენც ქართველები ხართ, ეს არ უნდა მოხდეს, თქვენც გონს მოეგებით. თვითონ გდდ-ს თანამშრომლები გვატყობინებენ, სად არიან ისინი. გარწმუნებთ, ეს სხვა საქართველოა, ვერაქვის ვერ სცემთ დღეს, ვერ გაუხეჩავთ თავს ,- განაცხადა ზოდელავამ.

სიახლეები

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლესაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 25...

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...