მთავარისიახლეებიშსს აქციაზე "კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით" იმუქრება

შსს აქციაზე “კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციას განცხადებით ეხმაურება და
“კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება.

განცხადებაში შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, “შეკრება გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას”.

“საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...