მთავარისიახლეებისაზოგადოება“ფეხი არ დაუცდეთ, მიიღებენ პასუხს“- კობახიძე აქციის მონაწილეებს ემუქრება

“ფეხი არ დაუცდეთ, მიიღებენ პასუხს“- კობახიძე აქციის მონაწილეებს ემუქრება

Published on

ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებს ემუქრება – როგორც ის ამბობს, თუ კანონის დარღვევას ექნება ადგილი “მიიღებენ ამაზე პასუხს“.

“ვინმეს არ წაუცდეს ხელი, კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი“,- ამბობს ის.

ამასთან, კობახიძე დარწმუნებულია, რომ “ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის“.

ძალიან კარგად ნახავთ, როგორ ჩაივლის ბატონი ბურჭულაძის მიერ დაანონსებული ე.წ. დამხობის აქცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემ გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუცდეს ხელი, კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე, ეს არის ჩემი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას მიიღებენ ამაზე პასუხს, – განაცხადა კობახიძემ საარჩევნო უბანთან, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...