მთავარისიახლეებისაზოგადოებასინდისის პატიმრები არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ციხიდან წერილს უგზავნიან

სინდისის პატიმრები არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ციხიდან წერილს უგზავნიან

Published on

სინდისის პატიმრები, დავით ხომერიკი, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი მიმინოშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ციხიდან წერილს უგზავნიან და მართალი და გაბედული სიტყვისთვის მადლობას უხდიან.

ევროპული მომავლის მცველები წერილში აღნიშნავენ, რომ მამა დოროთეს გვერდში დგომა დიდ ძალას აძლევთ.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

მამა დოროთეს ბიჭებისგან.

გამარჯობა, დაგვლოცეთ ჩვენო სულიერო და კეთილო მოძღვარო. პირველ რიგში, მადლობა გვინდა გითხრათ და გადაგიხადოთ იმ მართალი და გაბედული სიტყვისთვის, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ასე იშვიათად ისმის ჩვენი ეკლესიებიდან. ჩვენთვისაც ასევე ძალიან დიდი ძალის მომცემია თქვენნაირი ადამიანებისა და პიროვნებების გვერდში დგომა, რომელიც ასე უშიშრად იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდგებით!

მადლობა თქვენი ლოცვისა და თანაგრძნობისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაამარცხებს უიმედობას და ბოროტებას. მხნეობას და გამძლეობას გისურვებთ.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით, დავით ხომერიკი, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი მიმინოშვილი”.

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...