მთავარისიახლეებისაზოგადოებამე არავინ და არაფერი გამაჩერებს- მალხაზ მაჩალიკაშვილი

მე არავინ და არაფერი გამაჩერებს- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

„მე და ზაზამ ეს სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აღმოვფხვრათ და როგორც ჩვენ გაგვამწარეს ისე არ გაგამწარონ თქვენ,“-ეს განცხადება სპეცოპერაციის დროს საწოლში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
 
მისი თქმით უნდა დაისაჯოს სუს-ის მაღალჩინოსნები, ყველა ის, ვისაც ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის საზარელ მკვლელობაში და მკვლელების ხელის დაფარებაში მიუძღვის ბრალი.
 
„ჩვენ პანკისის  ხეობის ქისტები თქვენს ხელში გავიზარდეთ, ქართველების ხელში. ჩვენ იმიტომ ვართ ერთნი და ვიქნებით ერთნი. ჩვენ ქისტები ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით. ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. მე არავინ და არაფერი გამაჩერებს. უსაფრთხოების სამსახურია თუ რაც არის, ტყვიას თუ დამაჭედებს შუბლში ის გამაჩერებს,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის, რაც პანკისში მოხდა  ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ქისტები და ქართველები ერთმანეთისთვის დაეშორებინათ.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...