მთავარისიახლეებისაზოგადოება„ოცნება“ უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს - რასა იუკნევიჩიანე

„ოცნება“ უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს – რასა იუკნევიჩიანე

Published on

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი პრორუსული პოლიტიკით საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალურ საფრთხეს უქმნის.

მისი თქმით, ევროკომისიაში უკვე სერიოზულად განიხილავენ საკითხს და ნოემბერში შეიძლება დაიდოს შესაბამისი დასკვნა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, ივანიშვილის პარტია ახლა მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ იმედგაცრუების გაჩენას ცდილობს, რათა შემდგომ ხელები ისევ მას შეაწმინდოს.”ქართული ოცნება” ღიად აჩვენებს მის პრორუსულ პოლიტიკას და ახლა, სამწუხაროდ, ქართველი ხალხი ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც ბელარუსი ხალხი განიცდის. “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება, ესაა ქართული ოცნების გადაწყვეტილება რომ უგულვებელყოს ვიზა ლიბერალიზაციის წესები. სხვა არჩევანს აღარ უტოვებენ ევროპის კავშირს. ძალიან რეალურია უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. მე ძალიან კარგად ვიცი რაზე მსჯელობენ ევროკომისიაში. ისინი აკვირდებიან საქართველოს და ვფიქრობ, ნოემბერში იქნება დასკვნა. ამიტომ ძალიან რეალურია ეს საფრთხე, ვიტყოდი უფრო მეტი ვიდრე რეალური. ქართული ოცნება ახლა ელოდება რომ ხალხს იმედგაცრუება გაუჩნდება ევროკავშირის მიმართ და ეს იქნება ივანიშვილისთვის დამატებითი იარაღი რომ ხელები შეაწმინდოს ევროპულ გაერთიანებას და ყველაფერი მას დააბრალოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა ვთქვათ: ევროკავშირი არაფერ შუაშია. თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ეს იქნება ქვეყნის ბიძინიზაციის ბრალი, ეს იქნება იმიტომ, რომ დემოკრატიული წესები აღარ არსებობს ქვეყანაში და ეს რეალობა შექმნა დღეს “ქართულმა ოცნებამ”. ამიტომ პასუხისმგებელიც იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, – ამბობს რასა იუკნევიჩიანე.

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...