მთავარისიახლეებიგახარია და ხაზარაძე ერთმანეთს შეხვდნენ

გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს შეხვდნენ

Published on

გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს შეხვდნენ.

პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მათ თანამშრომლობაზე წერენ:

“ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში.

მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.

განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, ირაკლი, საერთო გუნდთან ერთად, იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.

ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...