მთავარისიახლეებიზელენსკი- ვხედავთ გზავნილებს, რომ ტრამპი და აშშ ომის დასრულებამდე ჩვენ გვერდით იქნებიან

ზელენსკი- ვხედავთ გზავნილებს, რომ ტრამპი და აშშ ომის დასრულებამდე ჩვენ გვერდით იქნებიან

Published on

Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთისგან ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება.

ზელენსკის თქმით, ტრამპი ხედავს რომ უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ სურს ომის დასრულება, რის გამოც აშშ მზად არის უკრაინას ბოლომდე გვერდში ედგეს.

“დიახ, ცოტათი [გაკვირვებული ვარ]. მე დარწმუნებული ვარ ჩემი ხალხისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებში, ასევე აშშ-ს მხარდაჭერაში, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი უფრო პოზიტიურად იყო განწყობილი. მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე დახმარება. მას ესმის, რომ ჩვენ მზად ვართ ომი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. მას ეს სურს, ისევე, როგორც მე და ჩემს ხალხს სურს. მას ესმის, რომ პუტინს ეს არ უნდა. ის არ იგებს ომს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ მოიგებს. ვხედავ ძალიან პოზიტიურ გზავნილებს, რომ ტრამპი და აშშ ომის დამთავრებამდე ჩვენ გვერდით იქნებიან” – ამბობს ზელენსკი.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი “ქაღალდის ვეფხვს” შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინი და რუსეთი “დიდ ეკონომიკურ გასაჭირში” იმყოფებიან და დაამატა, რომ ახლა უკრაინის მოქმედების დროა.

“უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ვითარებასთან სრულად გაცნობისა და შესწავლის შემდეგ და იმის დანახვის შემდეგ, თუ რა პრობლემებს იწვევს ეს რუსეთში, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმყოფება პოზიციაში, რომ იბრძოლოს და უკან დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით.

დროის განმავლობაში, მოთმინებითა და ევროპისა და, კონკრეტულად, NATO-ს ფინანსური მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, საკმაოდ შესაძლებელია. რატომაც არა? რუსეთი უმიზნოდ იბრძვის სამ-ნახევარი წელია ომში, რომელში გამარჯვებისთვისაც რეალურ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები დასჭირდებოდა. ეს რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს. სინამდვილეში, ამით ისინი “ქაღალდის ვეფხვს” ჰგვანან.

როდესაც მოსკოვსა და რუსეთის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში, დასახლებასა და ოლქში მცხოვრები ხალხი გაიგებს, თუ სინამდვილეში რა ხდება ამ ომში, რომ თითქმის შეუძლებელია მათთვის საწვავის მიღება შექმნილი დიდი რიგების გამო, და გაიგებენ ყველაფრის შესახებ, რაც მათ ომის ეკონომიკაში ხდება – როგორ იხარჯება მათი ფული უკრაინაში საბრძოლველად, რომელსაც დიდებული სულისკვეთება აქვს და მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველი სახით დაბრუნებას და ვინ იცის, შესაძლოა უფრო შორს წასვლასაც! პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ გასაჭირში არიან და ახლა უკრაინისთვის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ NATO-სთვის იარაღის მიწოდებას, რათა NATO-მ რაც უნდა, ის გააკეთოს მათი მეშვეობით.”

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...