მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელოს" ოცნებას: "ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია - თენგო თევზაძე

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

Published on

კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ “ფორმულაზე” გაკეთებულ განცხადებას (“ვინც არჩევნებზე არ მიდის, ბიძინას ეხმარება”; “ბოიკოტის მომხრე პარტიები მომდევნო არჩევნებამდე გაქრებიან”) ეხმიანება და სტატუსსს აქვეყნებს, რომელიც სალომე სამადაშვილის კომენტარის შემდეგ, ორ პოლიტიკოსს შორის მცირე დეებატებში გადაიზარდა:

თენგო თევზაძის კრიტიკული სტატუსი:

“გუშინ ლელოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იმაზე უფრო ცუდი რამ თქვა ვიდრე “ყველა ვინც არჩევნებზე ვერ მივა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს” არის.
ბაბლიც მთავარს და არამთავარს შორის სამწუხაროდ არამთავარზე აკეთებს აქცენტს.
ქალბატონმა სალომემ თქვა ძალიან საშიში რამ, აღიარებითი ჩვენება მისცა ფორმულაზე.
თქვა რომ – “ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია მომდევნო არჩევნებისთვის გაქრება”.
ეგ გათვლა აქვთ, მანდ ხედავს ლელო “იმედს” და შესაძლებლობას. ვერ გაქაჩეს, სისტემური ოპოზიციის როლიც კი ვერ შეასრულეს ამ ე.წ არჩევნებზე.
აქ ორი ვარიანტია როგორ უნდა გავქრეთ ჩვენ ანუ ოპოზიცია:
პირველი: ამ ე.წ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ფიქრობენ რომ ისინი “რაღაც შედეგს” დააფიქსირებენ და შემდეგ ოცნება ჩვენ გაგვაუქმებს (ეს მათვის საუკეთესო ვარიანტია).
მეორე: საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აღარ აქვთ და იმის იმედი აქვთ რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება. ფულით, დაქირავებული პოლიტიკოსებით და საკუთარი ტელევიზიებით ჩვენ 28-მდე მოგვგუდავენ. თვითონ გააგრძელებენ “ვითომ ოპოზოციონერობას”.
მესამეც არის, ჩვენ ყველას გვიჭერენ ეგენი ტელევიზიებიდან “იბრძვიან (უბრალოდ ბიძინამ იცის რომ ამ მოცემულობაში საერთოდ ვერ გაქაჩავენ – სტრესულ გარემოში უჭირთ ოპოზიციის როლის მორგება).
ლელოს ოცნებას ვიყო “სასურველი ოპოზიცია” ახდენა არ უწერია. ჩვენი ბრალია რომ არ დავარქვით ამათ საქციელს სახელი და იმათი დანაშაულია ვინც ამათ გაურიგდა “არ დარტყმის” და თვალის დახუჭვის სანაცვლოდ კონკრეტული სარგებელი მიიღო.
ამიტომ არ უნდა წახვიდეთ ამ ე.წ არჩევნებზე და მონაწილეობა არ მიიღოთ ფარსში რასაც არჩევნებად გვასაღებენ. არჩევნებზე მისვლა არის მართლა ბიძინას თამაში მონაწილეობა. რაც უნდა ჯღაბნონ, ჩვენ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა უნდა გავაგრძელოთ ერთად უნდა ჩავრეცხოთ ბანკში დალომბარდებული პოლიტიკოსები.
P.s რატომ არ უნდა წავიდეთ არჩევნებზე საღამოს პუნქტობრივად ჩამოვწერ
ბრძოლა ბოლომდე – ჩვენს გამარჯვებამდე”. 
სტატუსს იქვე უპასუხა სალომე სამადაშვილმა:
“თენგო, ეს ვინმემ გირჩიათ დაგეწერათ, ბოიკოტის ჩიხში შესულებს, თუ აზრის გამოტანა გიჭირთ მოსმენილიდან? მე ვისაუბრე ზოგადად, რომ საარჩევნო ბოიკოტი აზიანებს ოპოზიციას, ამას აჩვენებს ყველა ქვეყნის გამოცდილება. ამიტომ მიმაჩნდა შეცდომად ამ გზაზე დადგომა ოპოზოციისთვის და აქვე ვთქვი, სამწუხაროა, რომ ეს არ იქნა გააზრებული თქვენს მიერ. მესმის, ახლოვდება 4 ოქტომბერი და პასუხი უნდა გასცეთ ხალხს, რას სთავაზობთ, ბოიკოტის მერე, რა შედეგზე გადიხართ, მაგრამ რამე უკეთესი უნდა მოიფიქროთ, ვშიშობ ჩვენი ლანძღვა ფონს ვერ გაგიყვანთ”.
თენგო თევზაძე:
“1. 28 – ოლქში კანდიდატი არ გყავთ (ვის და სად ეპატიჟებით ?). 30-ზე მეტ ოლქში უბრალოდ ტექნიკური კანდიდატი გყავთ (არანაირი პოლიტიკური ისტორიით და ადგილობრივი ცნობადობით). მაქს 5-ში გყავთ პოლიტიკოსი. ანუ 2-3 ადამიანს გავიყვანთ საკრებულოში ეგ არის ამოცანა.
2. თებერვალ – მარტში როცა ეს საკითხი (მონაწილეობა-არმონაწილეობა) დავძარით სუსის შემოგდებული თემაა და პოლიტ. პატიმრებს ივიწყებენო ხომ გვიძახეთ ? შეურაცხყოფა ეგ იყო თუ იყო და ჩვენი დაზიანების სურვილი, თორემ შესაძლო თქვენი პარტიისთვის სასურველი სცენარების ანალიზი რატომ არის შეურაცხყოფა ?
3. არ დაგვარტყათ – ცოტა წავეთამაშებით ბიძინას ეგ კამპანია არ გაქვთ ?”
სალომე სამადაშვილის პასუხი:
“თენგო, ძალიან კარგად იცით, რომ ლელო გთავაზობდათ დიდ ოპოზოციურ ფრონტს ადგილობროვ არჩევნებზე. ვერ შედგა. თქვენ საუბარი არ დაგიწყიათ-ვიდეობით იბსტრუქციებს იძლეოდით, ბოიკოტი გამოაცხადეთო, ეგ არაა საუბარი, არც ზეწოლის სხვა ფორმები. არ ვწერ ბევრ რამეს საჯაროდ, რადგან ჩემი მიზანი, თქვენგან განსხვავებით, არაა ოპოზიციის დაზიანება. რა ძალებიც გვაქვს და რა რესურსი, იმით ვიბრძვით. ჩემთვის სასურველი შედეგი რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლაა, იცით გადასარევად, აქ არ დავიწყებ წერას, წინა საპარლამენტო არჩევნებზე რამდენი ვეცადე ერთიანობა შენდგარიყო. არც იმას, რატომ და როდის ჩაიშალა ერთიანობა….
ბიძინასთან შეთამაშება’ რომ უნდოდეს ხაზარაძეს გავიდოდა პოლიტიკიდან, არც არჩევნებზე გავიდოდა. ‘შემთამაშებლებზეც’ გეტყოდით, ერთ ორ სიტყვას, თავს ვიკავებ. ამ ბრალდებით კი, რომ ლელო ოპოზიციის ფლანგზე ლიდერობისთვის იბრძვის, მხოლოდ იმის ლუსტრაცია მოხდა, რომ იცით, ბოიკოტი უშედეგოა, იცით, რომ პარტია დაზარალდება და შიდა ოპოზიციურ კონკურენციაზე გეფიქრებათ და არა ბიძინას დამარცხებაზე. მეც ეს ვთქვი, სხვა არაფერი-შეცდომად მიმაჩნია ბოიკოტი, ასუსტებს ოპოზიციას”. 
და ბოლოს, თენგო თევზაძის კიდევ ერთი პასუხი:
“4-ის შემდეგ რა იქნება მაგასაც გავცემთ პასუხს – ისე საინტერესოა თქვენ რას ეუბნებით 4-ის შემდეგ ამომრჩეველს ?
ამ ფაქტების უარყოფა არ გამოვა. საკმარისად ვითმინეთ იმ პირობებში რა აღვირახსნილი კამპანიაც გაქვთ – ათობით ახალგაზრდა სცემეს ქუჩაში და გამონაბოლქვიო მეორე დღეს ბრიფინგი იყო 20 წუთიანი…”
ამ კამათს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ თენგო თევზაძის პროფილის ამ ლინკზე

სიახლეები

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...