მთავარისიახლეებიტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას "მშვიდობის შენარჩუნებაში" დაეხმარება

ტრამპის თქმით, ომის შემდეგ აშშ უკრაინას “მშვიდობის შენარჩუნებაში” დაეხმარება

Published on

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ კიევს მშვიდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

“როცა ვამბობ, რომ “საჰაერო დახმარებას გავუწევთ”, ვგულისხმობ დახმარებას ომის დასრულების შემდეგ და ვფიქრობ, საბოლოოდ ასეც მოხდება.” – თქვა ტრამპმა ინტერვიუში და მანამდე ნათქვამი “საჰაერო დახმარების” ინიციატივა განმარტა.

მანამდე,18 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად იყო, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის უსაფრთხოების მხრივ დახმარება გაეწია, “განსაკუთრებით, სავარაუდოდ, საჰაერო გზით.”

ამასთან, ტრამპმა რუსულ ნავთობზე ევროპის დამოკიდებულებაც გააკრიტიკა: “ევროკავშირით, ანუ NATO-თი, უკმაყოფილო ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ნავთობს რუსეთისგან ყიდულობს.” – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ეს ძირს უთხრის ომის დასრულების შესაძლებლობას

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...