მთავარისიახლეებინარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 6 პირი დააკავეს

Published on

თბილისში, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ჩ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.შ., წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული ო.ა. 2000 წელს დაბადებული ე.ბ., 2003 წელს დაბადებული კ.ე., ხოლო მხილებულია 2008 წელს დაბადებული დ.კ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი და სუბოტექსტი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...