მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა სარალიძემ უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას, შესაბამისად ენმ მხარი არ...

ზაზა სარალიძემ უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას, შესაბამისად ენმ მხარი არ დაუჭირა მის შექმნას

Published on

 სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ,რომ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' იქამდე იბრძოლებს, ვიდრე ზაზა სარალიძე სიმართლეს არ იპოვის . მისი თქმით, 
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიას ზაზა სარალიძე უნდობლობას უცხადებს და შესაბამისად, პარტია კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
 
“სხვა სიტუაციაში, ამ ქვეყანაში ალბათ აღნიშნული კომისიის შექმნა შესაძლოა რაიმე აზრის მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ რამეს -მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ზაზა სარალიძის დისკრედიტაცია.
 
ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა სამარცხვინო კონტრაქციებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის გაჭირვება აქციოს მასკარადად, ვხედავთ, რომ ტაშით გააცილეთ პროკურორი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმაზე, რაც მოხდა.
 
აღნიშნულ ვითარებაში ამ კომისიის შექმნა არის მცდელობა, რომ გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას და პირველ რიგში ქალბატონი წულუკიანის გადაყენებას პოსტიდან. სწორედ ის არის შემოქმედი იმ სისტემისა, რომელიც აღარ ენდობა საქართველოს არც ერთი მოქალაქე. ამ სისტემის ჩამოსაშლელად კომისიის შექმნა საკმარისი არ არის. კომისია მხოლოდ გააჭიანურებს დროს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩაიფარცხოს ეს საქმე ისევე, როგორც ჩაიფარცხა ყველა სხვა გამოუძიებელი საქმე თქვენი ხელისუფლების დროს.
 
სწორედ ამიტომ, ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ამ ქვეყანაში, გააგრძელებს ბრძოლას მანამდე, სანამ ზაზა სარალიძე არ იპოვის სამართალს საკუთარი მოკლული შვილისთვის. დღეს ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...