მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კალაძის შტაბთან ბანერის დაზიანების გამო შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

კახა კალაძის შტაბთან ბანერის დაზიანების გამო შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

Published on

9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება.

ბანერი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის დროს, გუშინ საღამოს დააზიანეს მას შემდეგ, რაც ფილარმონიასთან შეკრებილი მომიტინგეები შტაბისკენ დაიძრნენ.

შეგახსენებთ, წინა დღეს, 8 სექტემბერს, კალაძის შტაბიდან გამოცვენილმა “ტიტუშკებმა” იქ შეკრებილ მომიტინგეებს, მათ შორის ქალებსა და ჟურნალისტებს სცემეს, პოლიცია კი ამ შეხლა-შემოხლაში, პრაქტიკულად, არ ჩარეულა. კალაძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონიდან მოულოდნელად გამორბოდნენ, ურტყამდნენ მომიტინგეებს და შემდეგ ისევ პოლიციელთა ზურგს ეფარებოდნენ.

ამ ფონზე 10 სექტემბერს მელიქიშვილის ქუჩაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეთა უსაფრთხოებას მოხალისე რაზმების წევრები იცავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა, კალაძის შტაბიდან ზონდერ-ჯგუფები არ გამოსულან.

კალაძის ბანერზე წარწერების გაკეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე, ნივთის დაზიანებისა ან განადგურების მუხლით დაიწყო, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...