მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და ...

რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და ხურვალეთის მცხოვრები თეიმურაზ დუდაშვილი დააკავეს

Published on

დღეს სამაჩაბლოს  საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი  მამა იოანე ოხანაშვილი დააკავეს.  როგორც “ სუს-ში აცხადებენ, , ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
რაც შეეხება საპატრიარქოს რეაქციას, პატრიარქის მდივნის, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით,  დირბის ეკლესიის წინამძღვრის დააკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის მციტრე ხნის წინ გახდა ცნობილი და  მომხდარი ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.
 
დღესვე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან  კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამ  ინფორმაციას “ სუს-ი ადასტურებს. 
,უწყებაში აცხადებენ, რომ მამა იოანე კიდევ ერთ თანმხლებ პირთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ დვანში იმყოფებოდა, სადაც ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.
 

ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მეორე პირი ხურვალეთის მცხოვრები, 58 წლის თეიმურაზ დუდაშვილია. არის ცნობები, რომ ისინი  ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ  დაკავებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მანქანა, რომელშიც შეიარაღებულმა პირებმა დუდაშვილი ჩასვეს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს იყო გაჩერებული, ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნული ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გაემართა. 

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...