მთავარისიახლეებისაზოგადოებასატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში - მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს

სატრანსპორტო კოლაფსის მეორე დღე თბილისში – მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს

Published on

კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
 
მეტროს თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხელფასების მომატებას მხოლოდ 2019 წლიდან დაჰპირდა.
 
კახი კალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არსებობს.
 
„ავუხსენით არსებული რეალური სიტუაცია, ის რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხანი თუ როგორი მდგომარეობაა ფინანსური როგორც კომპანიაში ასევე მერიაში, თუმცა ასევე მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის გასაჭირი რაც ამ ადამიანებს აქვთ და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება,“-აცხადებს დედაქალაქის მერი.
 
თბილისის მერის ამ განცხადებას მემანქანეთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რომლებმაც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გაფიცული თანამშრომლები სამუშაოსთვის საათში 10 ლარიან ანაზღაურებას ითხოვენ. დღეს კი მათ სატრანსპორტო კომპანია 8 ლარსა და 65 თეთრს უხდის.
 
„თანხმობა არ იყო არაფერზე, მხოლოდ დაპირება, რომ 2019 წლიდან დავსხდებით და მოვილაპარაკებთო. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია, ვაგრძელებთ შიმშილობას, საგაფიცვო რეჟიმში ვართ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა,“-განაცხადა თბილისის მეტროს თანამშრომელმა მერაბ ბიჭიკაშვილმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...