მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

Published on

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა.

ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. პროკურატურა როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ასევე, მასში მონაწილეების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენეს.

ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...