მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან ჭიათურელი მაღაროელები სრულმასშტაბიან გაფიცვას იწყებენ

ხვალიდან ჭიათურელი მაღაროელები სრულმასშტაბიან გაფიცვას იწყებენ

Published on

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ივნისს, 08:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. .კომპანიასთან ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები წელიწადზე მეტია მოლაპარაკებებს მართავენ. რამდენჯერმე იყო მომზადებული კოლექტიური ხელშეკრულების პროექტიც, თუმცა კომპანიის წარმომადგენლთა მხრიდან პროცესი ყოველთვის არაგონივრული და დაუსაბუთებელი მიზეზებით ხანგრძლივდებოდა.
 
„2018 წლის 17 აპრილს წამოიწყო კოლექტიური შრომითი დავა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საქმეში მედიატორი ჩაერთო. მედიაციის ფარგლებში მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღწა.
 
მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვენ  

სიახლეები

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...