მთავარისიახლეებისაზოგადოება"არავინ არ იცის, ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე" - გიორგი ვაშაძე

“არავინ არ იცის, ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე” – გიორგი ვაშაძე

Published on

გიორგი ვაშაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს მიმართა. ვაშაძის თქმით, მათთვის უცნობია, სად იმყოფება ზაზა სარალიძე. 

ოპოზიციის წევრის განცხადებით, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან კონტაქტს ვერ ამყარებენ. გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა, ძალადობას ნუ ახორციელებს. 

"არავინ არ იცის, ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე, ეს არის საგანგაშო სიტუაციაა, ბოლო მონაცემებით, 7-ის 15 წუთზე ზვიადს მოსწერა, რომ აქციაზე მოვიდოდა, ამის შემდეგ ამ ადამიანთან კონტაქტი ვერ მყარდება, ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეეშვით ძალადობას, რომელიც ამ ადამიანზე ხელახლა დაიწყეთ. უახლოეს მომავალში ამ ადამიანმა საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვერავინ პოულობს. გარკვეული ინფორმაცია ვიღაცამ გვითხრა, რომ, თითქოს, სახალხო დამცველთან არის, თუმცა მას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. აქ შეკრებილი ყველა ადამიანი გვეკითხება, სად იმყოფება ეს პიროვნება, იგივე თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ამიტომ ეს არის ხელისუფლების დაგეგმილი ბინძური ქმედებები. ვთხოვთ, ზაზას თუ მას ესმის ჩვენი პირდაპირი ეთერი, გააკეთოს განცხადება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ზაზა, გიტოვებთ ბოლომდე გვერდში. ვიცი, რომ სუს-ი, კუდი, შმუდი – ყველა ამ ადამიანს დასდევდა მთელი დღეების მანძილზე, გააკეთეთ განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სახალხო დამცველს მივმართავ, თუ შენთან ერთად არის, ნინო, მაშინ გამოდი და თქვი, რომ შენ გყავს ეს ადამიანი, ან ელაპარაკები,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...