მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციურ პარტიათა ნაწილი სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა

ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა

Published on

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი დღეს, 18.00 საათზე პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. 
 
როგორც დღეს გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ ითქვა, პარტიები სამოქმედო გეგმაზე შეჯერდნენ. ამ გეგმის თაობაზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრებენ.
 
“ჩვენ საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით. დღეს ყველანი ვიქნებით საინფორმაციო აქციაზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით. რა მოთხოვნებიც იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან, პოლიტიკურად გავუმყარებთ ზურგს. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებას არ დავაჩაგვრინებთ. აქციაზე მათი მხრიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.
 
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. “ჩვენი მთავარი ამოცანაა სოლიდარობა და თანადგომა შვილმკვდარი მამების მიმართ. ჩვენ სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით, ამ ორ გაუბედურებულ ადამიანთან ერთად გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ეს გეგმა”, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
 
საპროტესტო აქციაში მონაწილეობას გეგმავს “ევროპუოლი საქართველოც”. “ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ამ დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები იმ გარკვეულ განსხვავებებთან დაკავშირებით, რაც გვქონდა. სოლიდარობის და მხარდაჭერის აქციებში პირველივე დღიდან ვმონაწილეობდით და დღესაც აქციაზე ვიქნებით”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ეთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.
 
ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...