მთავარისიახლეებისინდისის 8 პატიმრის საქმე - ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმინოშვილისა და გოშაძის წინააღმდეგ...

სინდისის 8 პატიმრის საქმე – ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმინოშვილისა და გოშაძის წინააღმდეგ მოპოვებული ვიდეო დამონტაჟებულია

Published on

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვიდეომასალა, რომელიც აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.

“ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ.

ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.

პროკურატურამ უდაოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს.

ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც “უდაო”. – ნათქვამია რადიო თავისუფლების ლაივ ბლოგში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და გიორგი გორგაძის სხდომა მიმდინარეობს.

პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება – მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...