მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკვე ჩავერთვებით აქტიურად ამ პროცესებში იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან -...

უკვე ჩავერთვებით აქტიურად ამ პროცესებში იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან – ზაალ უდუმაშვილი

Published on

„დღეს მთავარი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, თითქმის, სრულიად, დადგება აქ ბატონი ზაზას და ბატონი მალხაზის გვერდით,“ – ეს განცხადება ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, გააკეთა.
 
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ისინი პარლამენტის წინ შეკრებილებს მიზნის მიღწევაში და სამართლიანობის დადგენაში მიეხმარებიან.
 
უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
 
„თუ დღემდე ჩვენ ვიყავით ამ პროცესების პასიური მონაწილეები და მხოლოდ აქციებიდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, ჩვენ ხვალიდან უკვე ჩავერთვებით აქტიურად ამ პროცესებში სწორედ იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები ავირიდოთ თავიდან, ამას უზრუნველყოფენ პოლიტიკოსები… ჩვენ ვიქნებით რიგითი ჯარისკაცები ამ ბრძოლაში, მთლიანად საზოგადოებასთან ერთად,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.
 
აქცია დღეს 18:00 საათზე დაიწყება. სარალიძე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იბრძოლებენ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...