მთავარისიახლეებიმსოფლიოსერბეთი: ქუჩებში "ტიტუშკებს" სასტიკად სცემენ, დარბეულია მმართველი პარტიის ოფისები

სერბეთი: ქუჩებში “ტიტუშკებს” სასტიკად სცემენ, დარბეულია მმართველი პარტიის ოფისები

Published on

უკვე მეორე ღამეა, სერბეთის ქუჩებში მთავრობის მხარდამჭერები, დემონსტრანტი სტუდენტები და პოლიცია ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდება. დარბეულია მმართველი პარტიის ოფისები. საერთაშორისო მედიის შეფასებით, სერბეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

“სერბეთის ქუჩებში ათასობით მომიტინგე დაბრუნდა” – წერს ადგილობრივი მედია. პროტესტის თავდაპირველი მასშტაბის აღდგენა გუშინდელმა ღამემ გამოიწვია, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ქვეყნის დიდ ქალაქებში მსვლელობებს მართავდნენ ალექსანდრ ვუჩიჩის შეიარაღებული მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა კი რეპრესიები დააანონსა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციების მინიმუმ 5 ორგანიზატორი დააპატიმრეს.

სერბებმა შეკრება საღამოდან დაიწყეს, ქუჩაში გამოსვლისკენ მოქალაქეებს სტუდენტურმა გაერთიანებამ მოუწოდა, რომელიც მთავრობას სამოქალაქო ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

სანამ მომიტინგეები შეიკრიბებოდნენ, მმართველი პარტიის ოფისებთან უკვე იდგნენ მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფოიერვერკებსა და აალებად ნივთებს ესვრიან, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზს იყენებს, პროცესი ისევ უმართავი გახდა, ქუჩებში სამმხრივი დაპირისპირებაა.

სერბები 286 დღეა უწყვეტად ითხოვენ კორუფციაში მხილებული პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის გადადგომას, ვუჩიჩი კი მათ რადიკალებს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესს „უცხოური ძალა მართავს.“

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...