მთავარისიახლეებიპოლიტიკაანასტასია ზინოვკინა პოლიციელს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

ანასტასია ზინოვკინა პოლიციელს გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

Published on

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა სკანდალურ ჩვენაბას აძლევს – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქალი ამტკიცებს, რომ დაკავებისას მასზე პოლიციის თანამსრომელმა, ირაკლი მუხათგვერდელმა იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა.

მან დაკითხვის დასაწყისში ისაუბრა თბილისში მისი და არტემ გრიბულის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა, თქვა, რომ მას შემდეგ რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე სიარული დაიწყო, თვალთვალის ობიექტი გახდა.

“დაკავების მომენტში პირველივე წამზე, ზურგში მჯიღის დარტყმა და ჩქმეტა ვიგრძენი. დავინახე ნიღბიანი მამაკაცები. ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ ქართულ ენაზე, რაც მე არ მესმოდა. ჯიბეებს მიმოწმებდნენ, ჩუმად ვთქვი, რომ თანხა ჩანთაშია, ტელეფონიც ჩანთაშია. მომხსნეს ჩანთა და შემდეგ ისევ გააგრძელეს ჩემს ჯიბეში რაღაცების ძიება.

დავიწყე ყვირილი – მიშველეთ! ამ დროს დავინახე, რომ არტემიც გაკავებული ჰყავდათ. გვძარცვავენთქო ვყვიროდი, რა დროსაც ირაკლი მუხათგვერდელმა ჩანთა ხელებში ჩამჩარა, რომელიღაცამ მუხლებში დამარტყა და შემისროლეს მანქანაში. მუხლებთან ისე ჩამარტყეს, რომ მომეკვეთა და მერე ხელის კვრით მანქანაში ჩამტენა.

პოლიციელი ირაკლი მემუქრებოდა გაუპატიურებით, პარალელურად მხსნიდნენ ზედა ჩასაცმელს, ირაკლი მუხათგვერდელის მოქმედებები არა მხოლოდ სიტყვიერი იყო, არამედ დაიწყო ხელების ფათურიც ჩემზე, რომ საგრძნობი ყოფილიყო მისი მუქარა… დაიწყო შარვლის ბალთაზე შეხება, სიტყვებით – “მე შენ დაგსჯი”.

მას შემდეგ, როცა დავინახე, რომ ნარკოტიკი ჩამიდეს, ყველა დაწყნარდა. ყველამ უფრო წყნარაად დაიწყო საუბარი, გარდა პოლიციელ ირაკლი მუხათგვერდელისა, ის მეხებოდა და მემუქრებოდა.” – თქვა დაკავებულმა.

სიახლეები

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს ბრალი წარედგინათ – მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა...

არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ ღონისძიებებს-შსს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს "არ დაუშვან...

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ – ადგილზეა სპეცრაზმი

მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - არსებული ინფორმაციით ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზეა "რუსთაველის...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს-პაატა ბურჭულაძე

"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას...