მთავარისიახლეებისაზოგადოებახორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია- რუსთავი2

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია- რუსთავი2

Published on

კურიერის ექსკლუზივი – ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია.პირველ დეკემბერს ჩხუბის 23 მონაწილიდან ერთ-ერთი დავით მენაბდე იყო, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი.
 
დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს.
 
მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
 
სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა.
 
კურიერის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დავით სარალიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.
 
ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება მოკლული დავით სარალიძის მამამ გააკეთ. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მის შვილს ჭრილობა მენაბდემ მიაყენა. ის აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მან პროკურატურას ჯერ კიდევ სამი თვის წინ მიაწოდა, თუმცა, უწყებაში მას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვეს, რადგან პროკურატურაში განუცხადეს, რომ არასრულწლოვანს ვერ დააკავებდნენ მტკიცებულებების გარეშე.
 
ზაზა სარალიძის თქმით, საქმეში მოწმის სტატუსით მენაბდე ფიგურირებს, თუმცა, მას ბრალდებულის სტატუსი არა აქვს.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...