მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

Published on

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს გზებზე  უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, მაგრამ ამ მონაკვეთზე  აკრძალულია გადაადგილება  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტით, ამასთან  მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

შეგახსენებთ ,  წლეულს თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრზე ავტომაგისტრალის ნაწილი წყალმა  უკვე მეხუთედ დააზიანა. ბოლოს აღდგენითი სამუშაოები ამ მონაკვეთზე გუშინ დასრულდა, მაგრამ, დღეს მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და გზის საფარი კვლავ დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. თუმცა, ამინდის გაუმჯობესებამდე აღდგენითი სამუშაოები შეფერხებულია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...