მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინა "ოცნების" წინასაარჩევნო კლიპში ომისგან დანგრეული ქალაქების კადრებს აპროტესტებს

უკრაინა “ოცნების” წინასაარჩევნო კლიპში ომისგან დანგრეული ქალაქების კადრებს აპროტესტებს

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ქართული ოცნების ახალ წინასაარჩევნო რეკლამას, სადაც უკრაინის ომის კადრები და განადგურებული ინფრასტრუქტურაა გამოყენებული, გვერდით კი – “მშვიდობის” მაგალითად თბილისის კადრებია, გარემონტებული შენობებით.

უკრაინის საგარეო ამას მორიგ “არამეგობრულ ქმედებას” უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება საკუთარი პიარის მიზნით აგრძელებს ვიდეოების გამოქვეყნებას, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელი შედეგებია ასახული.

“ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ ზიზღს გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს”, – ამბობენ საგარეოში.

მათივე თქმით, “სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ ემორჩილება საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად თანდაყოლილია ქართველი ერისთვის და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს”.

“ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და NATO-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან ამჟამინდელმა საქართველოს მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამავდროულად, საგარეო აცხადებს, რომ უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს მეგობარი ქართველი ხალხის სურვილს, ააშენონ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება წინასაარჩევნო ბანერებით მანიპულირებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული ოცნების ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 სექტემბერს გამოჩნდა, ასახული იყო უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი – წარწერით “არა ომს”, შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით – “აირჩია მშვიდობა”. ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე იყო დამონტაჟებული.

ასევე, ოცნებამ პროპაგანდისტული ვიდეორგოლიც დაამზადა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია იყო ნაჩვენები – ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.

სიახლეები

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...

სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის...

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...