მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ჯანგველაძესთან უნდა დალაგდეს და ფარცხალაძის თავს ამზადებს - თინა ბოკუჩავა

ივანიშვილი ჯანგველაძესთან უნდა დალაგდეს და ფარცხალაძის თავს ამზადებს – თინა ბოკუჩავა

Published on

ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ივანიშვილი-ფარცხალაძის ახალ დაპირისპირებაზე წერს და აღნიშნავს, რომ სიტუაციამ მოითხოვა, რათა ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილმა გაწიროს:
“ივანიშვილის რუს-ქოცობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მისი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გადაჯაჭვულ-შეზრდილი ინტერესებია. ქურდული სამყაროს კლანური გავლენების ბალანსირება პუტინიზმის და პუტინისტური რეჟიმების მახასიათებელი მმართველობის სტილია, სადაც ძალაუფლების ფუნდამენტი არ არის ხალხი და ხალხის ნდობით აღჭურვილი დემოკრატიული ინსტიტუტები.
ახლა რა ხდება ქოცისტანში: მას შემდეგ რაც ლევან ჯანგველაძე ჭავჭავიძის გამზირზე მოკლეს, მერაბ ჯანგველაძემ, მისმა ძმამ, რომელიც კანონიერ ქურდად იწოდება და ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, ივანიშვილს გომელაური და ლილუაშვილი – ბიძინასთვის ძვირფასი და სანდო კადრები მოახსნევინა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაპირებისამებრ საქართველოში ჯანგველაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დამკვეთი რომ ფარცხალაძეა, მასსა და ჯანგველაძის შორის რუსეთიდან მომდინარე ანგარიშების გასასწორებლად, ეს იცოდა ორივე მხარემ – გარდაცვლილის ოჯახმაც და ბორია ივანიშვილმაც.
თუმცა, გარდაცვლილის ძმამ ორი მაღალჩინოსნის მოხსნა არ ჩათვალა საკმარისად და დამკვეთის თავი მოსთხოვა ივანიშვილს.
კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასოდეს მქონია. შესაბამისად, არ ვიცნობ ამ სამყაროს, მათ “გაგებას”, მათ წესებს, მაგრამ სამართლიანობის ყველა სტანდარტით, სავსებით გასაგებია გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძის ოჯახის მოთხოვნა ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, სადაც პასუხისგებაშია, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთიც.
ხოდა მოვედით მიქაძემდე და ახლა უკვე, როგორც ირკვევა, ფარცხალაძემდე, რომელიც არსებული ცნობებით, რუსული გვარით, მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. თუ ივანიშვილი ფარცხალაძესაც მისწვდება (და ეჭვი მაქვს მისწვდება), მერაბ ჯანგველაძე ანგარიშს გასწორებულად ჩათვლის.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს დაადასტურებს პუტინის ინტერესს – საქართველოში ნებისმიერ ფასად შეუნარჩუნოს ივანიშვილს ხელისუფლება.
ყველას კარგად გვესმის, რომ ფარცხალაძის მოსკოვში აყვანა სრულიად გამორიცხულია რეჟიმის თანხმობის გარეშე. ვის ვის და პუტინს ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობის არევა.
დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა, რომელიც რეალურად სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან “ჯახს” უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს.
ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს კრიმინალური საგა, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილი უკიდურესად მოწყვლადია. რეჟიმი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. ჩემთვის მთავარი დასკვნა და მოქმედების იმპულსი ეს არის”, – წერს თინა ბოკუჩავა.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...