მთავარისიახლეებისაზოგადოებადამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს- ზაზა სარალიძის მიმართვა ხალხს

დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს- ზაზა სარალიძის მიმართვა ხალხს

Published on

მოვუწოდებ ხალხს, დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაზა სარალიძის თქმით, ის პოლიტიკური მიზნებისთვის არ იბრძვის. 
"მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, გაიგეთ ხალხო, ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს. მე ვარ თქვენნაირი ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს და თქვენ თუ არ დამიდექით გვერდში, აუცილებლად გამოიყენებს ამას ვიღაც. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდში, რათა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიზარდოს ეს. მე ვითხოვ ჭეშმარიტების დადგენას და სამართლიანობის აღდგენას. არ ვითხოვ არც „ნაციონალების“ მოყვანას და არც „ოცნების“ დატოვებას ან მოყვანას. ბოდიში და ფეხებზე მკიდია ყველა პოლიტიკური პარტია, მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა?!" – განაცხადა სარალიძემ.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...