მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეხვედრა პატრიარქთან დასრულდა. ზაზა სარალიძე დეტალებზე არ საუბრობს

შეხვედრა პატრიარქთან დასრულდა. ზაზა სარალიძე დეტალებზე არ საუბრობს

Published on

დასრულდა ხორავას ქუჩაზე .მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის წევრებს შეხვედრა პატრიარქთან. 
 
ზაზა სარალიძემ ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ პატრიარქს მკვლელობის დეტალებზე ისაუბრეს.
 
„მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსულები. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება. არ მინდა ჩემმა მეუღლემ თავი ცუდად იგრძნოს. 6 თვეა ადამიანს ხმა არ ამოუღია“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს.  მოგვიანებით კი უკვე პარლამენტის წინ დასძინა, რომ , აქციასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.  მისი  თქმით, მან პატრიარქს უამბო ყველა ის საკითხი დეტალურად, რასაც ნებისმიერ ადამიანს ეუბნება. 
 
„ვიყავით შესული ლოცვა-კურთხევის ასაღებად. შეხვედრაზე ვიყავი ჩემს მეუღლესა და მეორე შვილთან ერთად. პატრიარქმა დაგვლოცა და გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. კონკრეტული მეტი არაფერი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.. 

 
 

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...