მთავარისიახლეებიკობახიძე: 2008-ში მოღალატე აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო

კობახიძე: 2008-ში მოღალატე აგენტმა, სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ომი დაიწყო

Published on

ომი ვინ დაიწყო, შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებულია, სადაც ეს ყველაფერი ხელმოწერით ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება – სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ომი, რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.

2018 წლამდე ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ. 2018-ში კი სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ამან ენმ-ს ერთგვარი საბაბი მისცა, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ […] მაშინ, როცა ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ჩვენ მისი დაცვა გაგვიჭირდა […] მაშინ გუნდის შიგნით პრობლემები გვქონდა. 2018 წელს ქართულ ოცნებაში “დიფსთეითის” აგენტურა იყო. მაშინ ჩვენს გუნდში 10-ზე მეტი დეპუტატი იყო ჩანერგილი […]

ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა დილიდან, როცა სააკაშვილი, იაკობაშვილი და სხვები გვიცხადებდნენ, რომ სოფელს სოფელზე და დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ – ისინი ცხინვალის რეგიონს ათავისუფლებდნენ, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდებიო და ა.შ. 2018 წლამდე საპირისპიროს თქმას ვერ ბედავდნენ და 2018-ში გადაწყვიტეს, რომ თურმე ომი არ დაუწყიათ […] 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, დავალება შეასრულა და ომი დაიწყო.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ შინდისში, ჟურნალისტებთან საუბარში. 11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა.

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...