მთავარისიახლეებისაზოგადოებადინოზავრები წყალტუბოში თუ დინოზავრები საკრებულოში?

დინოზავრები წყალტუბოში თუ დინოზავრები საკრებულოში?

Published on

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა. დადგენილება საკრებულომ 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე მიიღო.
 
საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი იქნა დამტკიცებული, აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები ცხოველების ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.
 
დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს პოლიცია დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს და სპეციალურ თავშესაფარს გადასცემს. ასეთ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.
 
„რეგინფოს“ მონაცემებით, მსგავსი შინაარსის რეგულაციები დღემდე არცერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მიუღია.
 
ალბათ იმიტომ, რომ შესაძლებელია  სათაფლიიდან ფრთოსანი და ნისკარტიანი  დინოზავრები ( სხვა ფრთოსანი ცხოველები დღეს გადაშენებულია ) ჯერ მხოლოდ წყალტუბოში  შეიჭრნენ, მაგრამ საკითხავი ის არის, როგორ შეძლეს აქ მათი მოშინაურება და საქათმეში, უკაცრავად, სადინოზავროში  დაბინავება? 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...